„ლივერპულის“ მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეიძლება კარიერა „რეალში“ გააგრძელოს, – წერს გაზეთი The Sun.
აღნიშნავენ, რომ მადრიდული კლუბი მზად არის 25 წლის ფეხბურთელში 87 მილიონი ევრო გადაიხადოს.
„ლივერპული“ არ აპირებს თავისი ფეხბურთელის გაშვებას, თუმცა ჯერ ვერ მოელაპარაკა კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელიც მომავალ წლის ზაფხულში იწურება.
ინგლისური კლუბი შეიძლება დათანხმდეს „რეალის“ პირობებს იმ შემთხვევაში, თუ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევა, რათა 2025 წლის ზაფხულში უფასოდ არ დაკარგოს მცველი.