„რეალ მადრიდმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი ვერ დაამარცხა
„რეალ მადრიდმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი ვერ დაამარცხა

ესპანეთის „პრიმერა დივიზიონის“ სატურნირო ცხრილში „რეალ მადრიდსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. კვირას, 16 თებერვალს, მადრიდელები საკუთარ მოედანზე „სელტას“ დაუპირისპირდნენ და, მიუხედავად მათთვის ოპტიმისტური პროგნოზებისა, ორი ქულა დაკარგეს.

ანგარიში სტუმრებმა მეშვიდე წუთზე გახსნეს (სმოლოვი) და ტაიმის ბოლომდე საკუთარი კარის მშრალად შენახვაც შეძლეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებში ტონი კროოსმა ანგარიში გაათანაბრა, 65-ე წუთზე კი სერხიო რამოსმა პენალტი გამოიყენა და მადრიდელები წინ გაიყვანა.

მიუხედავად ამისა, გალისიელები არ დანებდნენ და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიში ისევ თანაბარი გახადეს. თავი მოედანზე რამდენიმე წუთის შესულმა სანტი მინამ გამოიჩინა.

ამ ერთი ქულის წყალობით, „სელტამ“ გასავრდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა მე-18 ადგილზე მყოფ „მალიორკას“ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

რაც შეეხება „რეალ მადრიდს“, მან ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა სხვაობა მეორეადგილოსან „ბარსელონას“ შორის ერთ ქულამდე შემცირდა.