„რეალ ბეტისის“ თავდამსხმელი „ბარსელონას“ ინტერესის სფეროშია
„რეალ ბეტისის“ თავდამსხმელი „ბარსელონას“ ინტერესის სფეროშია

„ბარსელონა“ „რეალ ბეტისის“ თავდამსხმელ ლორენით არის დაინტერესებული.

ამის შესახებ იუწყება ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ და წყაროდ სევილიურ კლუბთან დაახლოებულ პირებს ასახელებს.

როგორც გაზეთმა გაარკვია, „ბეტისი“ არ აპირებს ლორენის გაშვებას და მისი გამოსყიდვის თანხად 60 მილიონ ევროს ასახელებს. ეს თანხა კი ძალიან აღემატება იმ ფასს, რომელიც „ბარსელონას“ მესვეურებს ჰქონდათ ჩაფიქრებული ანდალუსიელი ფორვარდისთვის: კატალონიელები ლორენის შეძენას 18-20 მილიონ ევროდ ვარაუდობდნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაციის გადამოწმება „ბეტისის“ პრეზიდენტ ანხელ აროსთან სცადეს, მან კი განაცხადა, რომ გუნდის არც ერთი ფეხბურთელის მიმართ კონკრეტული ინტერესი არავისგან გამოთქმულა.