რატომ სურს უეფა-ს საკლუბო ტურნირების ნებისმიერ ფასად დასრულება
რატომ სურს უეფა-ს საკლუბო ტურნირების ნებისმიერ ფასად დასრულება

უეფა უდიდეს თანხებს დაკარგავს, თუ ჩემპიონთა და ევროპის ლიგების გათამაშებას არ დაასრულებს. ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალების ნებისმიერ ფასად ჩატარება ამიტომ სურს – ინფორმაციას კატალონიური გამოცემა „სპორტის“ ავრცელებს.

ცნობილია, რომ კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, უეფა-ს აღმასკომზე გადაწყდა, აუცილებლად ჩაატარონ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრები. ამასთან, ევროპის ფეხბურთის კონფედერაციას ამ მატჩების გამართვის თარიღები ჯერ არ გამოუცხადებია – იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში დღეს ყველაფერი კორონავირუსის დამარცხებაზეა დამოკიდებული, ამის დროს კი ვერავინ ასახელებს.

გაზეთი „სპორტის“ ცნობით, უეფა ტურნირების ნებისმიერ ფასად დასრულებას მიზნად იმიტომ ისახავს, რომ უდიდესი ფინანსური დანაკარგების ეშინია.

კერძოდ, ევროპის კონფედერაცია, თუ ჩემპიონთა ლიგის მთელი სეზონი გაიმართება, უზარმაზარ მოგებას მიიღებს – 2,5 მილიარდ ევროს. ეს ფული კი უეფა-საც სჭირდება და კლუბებსაც, რადგან თანხები მათ შორის გადანაწილდება. ასეთი შემოწირულობისთვის კი არც უეფაა მზად და არც ევროპული კლუბები.

ჩემპიონთა ლიგა მე -16 ფინალზე შეჩერდა, უეფა-მ კი ჯერ მხოლოდ 570 მილიონი ევრო მიიღო, რაც მისი შემოსავლის პოტენციალზე გაცილებით ნაკლებია. ამიტომ, ევროპის ფეხბურთის კონფედერაცია შეეცდება ფინალამდე მისასვლელად ფორმულა იპოვონ.