რატი იონათამიშვილი - ყველა მოქალაქემ უნდა უყუროს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის პასუხებს იურიდიულ კომიტეტზე, უფრო სწორად, დუმილის უფლების გამოყენებას და დასკვნები გამოიტანოს
საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა უყუროს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის პასუხებს იურიდიულ კომიტეტზე, უფრო სწორად, დუმილის უფლების გამოყენებას და დასკვნები გამოიტანოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
იონათამიშვილის თქმით, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ცუდი.
„რაც ახლა იურიდიულ კომიტეტზე ხდება, ესეც ისტორიის ნაწილია. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა უყუროს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის პასუხებს, უფრო სწორად, მის მიერ სხდომაზე დუმილის უფლების გამოყენებას და შემდეგ გამოიტანოს დასკვნები. დღევანდელმა დღემ აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცა პასუხი. კვლავ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რატომ არის კანონი ცუდი? ამბობენ, რომ ცუდია, რუსულია, ხელს შეუშლის… შეზღუდავს… აკრძალავს… დაგვღუპავს… მაგრამ მთავარ შეკითხვაზე, რატომ? – პასუხი კვლავ არ არსებობს“, – წერს რატი იონათამიშვილი.