რატი იონათამიშვილი - ვინმე თუ  არ იყო დარწმუნებული, ახლა დარწმუნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი შეთანხმების მიღწევა არასდროს ყოფილა
რატი იონათამიშვილი - ვინმე თუ არ იყო დარწმუნებული, ახლა დარწმუნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი შეთანხმების მიღწევა არასდროს ყოფილა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი შეთანხმების მიღწევა არასდროს ყოფილა და ამაში ახლა უკვე ყველა დარწმუნდება.

იონათამიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს პერსპექტივა არ აქვს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ თავის პოზიციაში შეუვალია“.

„თუ ვინმე აქამდე არ იყო დარწმუნებული, ახლა დარწმუნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი შეთანხმების მიღწევა არასდროს ყოფილა. მათი მხრიდან ეს იყო ერთგვარი ფარსი, რასაც ყოველი რაუნდის განმავლობაში მათი ქმედება ადასტურებს. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას არა მხოლოდ ამ პროცესების მიმართ, არამედ ამომრჩევლის მიმართაც, რაც არის უპასუხისმგებლობა და დესტრუქციული. ვფიქრობ, მსგავსი აქტორების ადგილი, ვისაც არ შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკაშია და, მით უმეტეს, არც პარლამენტში“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.