რატი იონათამიშვილი - საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ არის მასშტაბური დამნაშავე და ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები
რატი იონათამიშვილი - საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ არის მასშტაბური დამნაშავე და ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა.

იონათამიშვილის თქმით, საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ ის არის მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა სააკაშვილზე საუბარია, როგორც გლობალურ ერთობაზე. საერთაშორისო დონეზე ეს ადამიანი რაიმეთი თუ არის გამორჩეული, ის არის მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩინდეს მათი უსუსურობა და რეალური სახე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.