მარკ ფეიგინი – მოვუწოდებთ ყველას, 4 იანვარს თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში მდებარე საქართველოს საელჩოებთან მივიდნენ აქციაზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად
2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად #SaveMisha, – ამის შესახებ რუსი ბლოგერი და უფლებადამცველი მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან. ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან“, – წერს ფეიგინი „ტვიტერზე“.
ამასთან, მარკ ფეიგინმა 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ გვაქვს მიხეილის დახმარების გეგმა, მაგრამ დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, მაშინ ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას. მაგრამ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ გეგმაში“, – განაცხადა ფეიგინმა.
ИТАК! 4 ЯНВАРЯ 2023 ГОДА ГЛОБАЛЬНАЯ АКЦИЯ В ПОДДЕРЖКУ МИХАИЛА СААКАШВИЛИ #SaveMisha ПРИЗЫВАЕМ ВСЕХ ВЫЙТИ К ПОСОЛЬСТВАМ ГРУЗИИ В СТОЛИЦАХ СТРАН ВАШЕГО ПРОЖИВАНИЯ. НАЧИНАЯ С 12.00 ВАШЕГО ВРЕМЕНИ! РЕТВИТНИТЕ ПОЖАЛУЙСТА! pic.twitter.com/cs1sK0HzJY
— ФЕЙГИН LIVE (@FeyginMark4) December 26, 2022