რატი იონათამიშვილი – რუს დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს საქართველოს პარლამენტში შესვლის უფლება, თუ ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს
რუს დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება, თუ ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს დანაშაულისთვის, რაც მისმა ქვეყანამ ჩაიდინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისა და სიტყვით გამოსვლის უფლება, თუ ის ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს და საქართველოს იმ დანაშაულისთვის, რაც მისმა ქვეყანამ ჩვენი სამშობლოს წინაშე ჩაიდინა!“, – წერს რატი იონათამიშვილი.