რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის ვეტო არის საბოტაჟის მცდელობა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტზე, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია
რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის ვეტო არის საბოტაჟის მცდელობა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტზე, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია

სინამდვილეში ეს არ არის ვეტო, ეს არის პრეზიდენტის მხრიდან საბოტაჟის მცდელობა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტზე, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის განმარტება, რაც პრეზიდენტმა თავის განცხადებაში გააკეთა, აცდენილია  რეალობას.

„საზოგადოებამ იხილა, რომ 90 ხმით არჩევა, პირიქით, პოლარიზებას უწყობდა ხელს. ჩვენ ვნახეთ არგუმენტებისგან დაცლილი რადიკალიზაციის მცდელობები ოპოზიციის მხრიდან და ახლა პრეზიდენტი ზუსტად მათ ნარატივს არის აყოლილი. სინამდვილეში, „პოლარიზაცია“ – ამ სიტყვას აქვს ბერძნული ძირი, მაგრამ ის არის ფრანგული სიტყვა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის განმარტებაც არ იცის, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა და ის მას ისე განმარტავს, როგორც აწყობს მხოლოდ ოპოზიციას, თანაც რადიკალურს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.