რატი იონათამიშვილი - პოლიტიკაში დამღუპველია, როცა ადამიანს პირადი წყენა წინა პლანზე აქვს, უპრიანია, გახარიამ წყენის მიზეზები საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ეძებოს
რატი იონათამიშვილი - პოლიტიკაში დამღუპველია, როცა ადამიანს პირადი წყენა წინა პლანზე აქვს, უპრიანია, გახარიამ წყენის მიზეზები საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ეძებოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში დამღუპველია, როცა პოლიტიკოსს პირადი წყენა წინა პლანზე აქვს დაყენებული.

რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც გახარიამ დაწერა: „დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა. საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს“.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, უპრიანი იქნება, თუ გიორგი გახარია წყენის მიზეზს საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში მოძებნის.

„პოლიტიკაში ერთ-ერთი დამღუპველია, როცა ადამიანი საკუთარი ამბიციებითა და პირადი ემოციებით გამოდის. ანუ, პირადი წყენა აქვს წინა პლანზე. უპრიანია, ამ წყენის მიზეზები საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ეძებოს. სხვა მხრივ, ძნელი სანახავია, სხვანაირად ადამიანი როგორ უნდა დაეცეს. ამ რეგრესის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ეს არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.