გიორგი გახარია – დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა, ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში
დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა. ისინი ანადგურებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აფერხებენ განვითარებას და კლავენ მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
გახარია ასევე აზიარებს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომელიც მოლდოველი ოლიგარქებისთვის – ვლადიმირ პლაჰოტნიკისთვის და ილან შორისთვის, ასევე 19 ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებას ეხება მოლდოვაში კორუფციასთან და არჩევნებში კრემლის ჩარევასთან დაკავშირებით.
Biggest enemies of #democracy are #corruption and #oligarchy. They destroy state institutions, halt development and kill hope for future. Both have to be defeated in #Georgia 🇬🇪! https://t.co/1v3cZFcAgy
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) October 26, 2022