რატი იონათამიშვილი - ჯერ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, თუნდაც სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად თქვა, რომ მელია არის კრიმინალი
რატი იონათამიშვილი - ჯერ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, თუნდაც სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად თქვა, რომ მელია არის კრიმინალი

„ქართული ოცნების“ წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, იმ ადამიანებმა, რომლებიც რამდენიმე დაკავებული პოლიტიკოსის გათავისუფლებას მოითხოვენ, ჯერ ბოდიში უნდა მოიხადონ.

„ამ ადამიანებს ვურჩევდი ჯერ ბოდიში მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას, თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად განაცხადა, რომ ნიკა მელია არის დამნაშავე და კრიმინალი. ჩვენ გვახსოვს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირი გამოეთხარათ. ჯერ ბოდიში მოიხადონ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ერთი კრიმინალის დასაცავად“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ.