რატი იონათამიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც დღეგამოშვებით ცვლიან პოზიციებს და ამომრჩევლებს უპასუხისმგებლობას უდასტურებენ
რატი იონათამიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც დღეგამოშვებით ცვლიან პოზიციებს და ამომრჩევლებს უპასუხისმგებლობას უდასტურებენ

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც დღეგამოშვებით ცვლიან პოზიციებს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე თქმით, ამგვარი ქმედებით საკუთარ ამომრჩევლებს უპასუხისმგებლობას უდასტურებენ.

„ამით პირველ რიგში, უპასუხისმგებლობას უდასტურებენ საკუთარ ამომრჩევლებს. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი ისედაც ძალიან მცირე მხარდაჭერა სულ უფრო ეცემა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ საპარლამენტო ოფისის გახსნას, საკითხზე საუბრისას იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ალბათ ეს რაღაც ახალი ფენომენია.

მისივე თქმით, სინამდვილეში, საზოგადოება ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს და ყველას საკადრის პასუხს სცემს.

„როგორც ჩანს, ეს ადამიანები ვერ გამოდიან ფანჩატურის კომპლექსიდან. ეს ალბათ რაღაც ახალი ფენომენია ამ კატეგორიის ოპოზიციონერებისთვის. სინამდვილეში, ჩვენი საზოგადოება ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს და ყველას საკადრის პასუხს სცემს იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რასაც ისინი იყენებენ მათთან კომუნიკაციაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.