რატი იონათამიშვილი – ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა და ზიანიც სრულად აანაზღაურა, ლოგიკურია, რომ ახლა ყველა იმ აქტორისგან ბოდიშის მოხდას ველოდებით, ვინც ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის იყენებდა

14:42, 19.02.2026

ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა და ზიანიც სრულად აანაზღაურა, ლოგიკურია, რომ ახლა ყველა იმ აქტორისგან ბოდიშის მოხდას ველოდებით, ვინც ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის იყენებდა და ქვეყანას ათას სიბინძურეს სწამებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

„მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა ქართული საზოგადოებისთვის ცილისწამებისა და ფაქტობრივი ტყუილებისთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მსგავსი