რატი იონათამიშვილი - აშკარად მიგვანიშნებენ, რომ ცალკეულ ძალებს ერთი სული აქვთ, ქუჩებში არეულობა იყოს, ეს არ იქნება, დავიცავთ მშვიდობას და ღირსებით ვივლით წინ
რატი იონათამიშვილი - აშკარად მიგვანიშნებენ, რომ ცალკეულ ძალებს ერთი სული აქვთ, ქუჩებში არეულობა იყოს, ეს არ იქნება, დავიცავთ მშვიდობას და ღირსებით ვივლით წინ

აშკარად მიგვანიშნებენ, რომ ცალკეულ ძალებს ერთი სული აქვთ, ქუჩებში არეულობა იყოს. არეულობა არ იქნება, დავიცავთ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტის წარადგენის შესახებ, რომელსაც „ქართველი ხალხის აქტი“ ეწოდება. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც, შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას.

„ეს ადამიანები როცა ხედავენ, ადგილზე არეულობის არანაირი მუხტი არ არის, ცდილობენ, ეს მუხტი რამენაირად ხელოვნურად შექმნან. თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური დღის წესრიგი როგორც შექმნეს, ახლა იმავე საქმის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში, მხოლოდ ეს ხელოვნური ქმედებები შერჩებათ ხელში. აშკარად მიგვანიშნებენ, რომ ცალკეულ ძალებს ერთი სული აქვთ, ქუჩებში არეულობა იყოს. არეულობა არ იქნება, დავიცავთ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და ამ გზით ღირსებით ვივლით წინ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.