რატი იონათამიშვილი - ანდრიუს კუბილიუსმა დავით გარეჯის საკითხზე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა
რატი იონათამიშვილი - ანდრიუს კუბილიუსმა დავით გარეჯის საკითხზე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის აზრით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება დავით გარეჯის საზღვრის საკითხზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფიძველზეა გაკეთებული.

ამასთან, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილმა აღიარა, რომ დავით გარეჯის საზვრის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მეორეხარისხოვანი იყო.

„ვფიქრობ, კუბულიუსს ეს სიტყვები შემთხვევით არ უთქვამს. მან განცხადება იმ პოლიტიკური ძალის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. უნდა ვიგულისხმოთ, რომ სინამდვილეში მსგავსი მიდგომა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დავით გარეჯის მიმართ. ეს ახალი არ არის. ფაქტობრივად, ცოტა ხნის წინ ოქრუაშვილისგან აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ, რომელმაც განაცხადა, რომ დავით გარეჯი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მეორეხარისხოვანი საკითხი იყო. ამით მათი დამოკიდებულება ჩანს. ის, რაც ჩვენთვის არის ისტორიის წარსული, აწმყო და მომავალი, როგორც ჩანს, მათთვის მეორეხარისხოვანი საკითხია. ეს კატეგორიულად მიიღებელია და ამაზე უნდა ფიქრობდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის კუბილიუსი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სამი დღის წინ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების საქმეს „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა. მისი თქმით, პანდემიაზე სუსტი რეაგირებისგან ყურადღების გადასატანად, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ადანაშაულებს.