რატი იონათამიშვილი - საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს
რატი იონათამიშვილი - საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის დადებას მუდმივად ცდილობენ, მნიშვნელოვანი სხვაობაა ის, რაც არის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს შორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც მოსამართლე გამოიტანს. პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებაში უფრო ჰუმანური დამოკიდებულება და მიდგომა აქვს, ვიდრე ბრალდებულს საკუთარი თავის მიმართ, რაც არის ნონსენსი. ესეც მეტყველებს იმაზე, ვის რა ინტერესი აქვს ამ საქმეზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრება.