კლასიკურ რალიში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესტონელი ოტ ტანაკი ახალი სეზონის პირველ ეტაპზე – მონტე კარლოს რალიზე სერიოზულ ავარიაში მოხვდა.
ინციდენტი მეოთხე სპეცმონაკვეთზე მოხდა, რომლის დაწყებამდე ტანაკი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. ჩქაროსნული მოსახვევების სერიის შემდეგ, „ჰიუნდაის” პილოტი დიდი სიჩქარით ოდნავ გადავიდა გზის მიღმა და ეს საკმარისი გახდა ჰაერში რამდენიმე სალტოს გასაკეთებლად.
ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა, არც ტანაკსა და არც მის შტურმანს არანაირი ტრავმა არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, ორივემ ღამე საავადმყოფოში გაატარა.
მოგვიანებით, ტანაკმა ავარია იმით ახსნა, რომ მისმა მანქანამ პატარა ამაღლებას გადაუარა, რომელიც არ იყო აღნიშნული გზის სტენოგრამაში.