ავიაკომპანია „რაიანეარი“ იტალიაში ფრენებს აჩერებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული, 11 მარტის შუაღამიდან 8 აპრილამდე შეწყდება იტალიაში ყველა შიდა რეისი, ხოლო 13 მარტის შუაღამიდან 8 აპრილამდე შეწყდება იტალიაში ყველა საერთაშორისო რეისი.
შესაბამისი გადაწყვეტილება „რაიანეარმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა.
ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ რეისების გაუქმების შესახებ მგზავრებს შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნათ.
რეპატრიაციის მსურველი მგზავრები 13 მარტამდე რეისებით ისარგებლებენ.