ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული რაიან ლოხტე დისკვალიფიკაციის შემდეგ აუზს დაუბრუნდა და აშშ-ის ჩემპიონატი მოიგო 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. მისი დრო იყო წუთი და 57.26 წამი.
შეგახსენებთ, რომ ლოხტე 14 თვით იყო დისკვალიფიცირებული ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. მის სასჯელს ვადა 2019 წლის 24 ივლისს გაუვიდა. დაბრუნების შემდეგ მან განაცხადა, რომ 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა აქვს დაგეგმილი.
35 წლის რაიან ლოხტეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 39 მედალი აქვს მოპოვებული.