ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (Featherweight) 14 მარტს ძალიან საინტერესო ბრძოლა უნდა გამართულიყო. 2019 წლის შემდეგ პირველად ოქტაგონზე რაიან ჰოლი უნდა გამოჩენილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ბრძოლა დენ იგესთან აღარ შედგება.
Ultimate Fighter- ის ყოფილმა გამარჯვებულმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და დაპირისპირებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ჰოლმა MMA Fighting- თან საუბრისას დაადასტურა. რაიან ჰოლის თქმით, მან ბარძაყის კუნთი დაიზიანა. მებრძოლი იმედოვნებს, რომ დაბრუნებას აპრილში ან მაისში შეძლებს.