„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდას, რაიან გიგზს ყველა ბრალდება მოუხსნეს ყოფილი შეყვარებულის ცემის საქმეზე, – იტყობინება BBC-ი.
მანჩესტერის სამეფო სასამართლომ დაადგინა, რომ 48 წლის გიგზი დამნაშავე არ არის სამიდან არცერთ პუნქტში მას შემდეგ, რაც პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე.
თავად გიგზი მუდმივად უარყოფდა თავდასხმას თავის ყოფილ შეყვარებულზე, კეიტ გრენვილზე და საკუთარ დაზე – ემაზე.
ამ საქმის გამო გიგზმა შარშან უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.