რაიან გიგზის ვაჟს დებიუტი ჰქონდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ 18-წლამდელთა გუნდში #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდის, რაიან გიგზის ვაჟმა ზაკარი გიგზმა სადებიუტო მატჩი გამართა „წითელი ეშმაკების“ 18-წლამდელთა გუნდში.
ფეხბურთელი „ვულვერჰემპტონთან“ მატჩის (4:2) ბოლოს გამოჩნდა მინდორზე. 15 წლის უელსელმა შედეგიანი მოქმედება ვერ მოასწრო.
უმცროსი გიგზის დებიუტს თვალს ადევნებდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი.
ზაკარი გიგზი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. საერთაშორისო დონეზე ის უკვე გამოძახებული იყო უელსის 16-წლამდელთა ნაკრებში.