რაგბის მსოფლიო თასის ფინალში ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას შეხვდება, არგენტინა და ინგლისი ბრინჯაოს მედლებისთვის ითამაშებენ #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასის ფინალში ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას შეხვდება, არგენტინა და ინგლისი ბრინჯაოს მედლებისთვის ითამაშებენ #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ინგლისს დაძაბულ ბრძოლაში 16:15 მოუგო და ფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებს შეხვდება, ინგლისის ნაკრები კი „ბრინჯაოს ფინალში“ 27 ოქტომბერს არგენტინის ნაკრებს ეთამაშება.

წინა მსოფლიო თასისი ფინალისტების შეხვედრა ინგლისის ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და თავიდანვე სამხრეთ აფრიკას თავისი თამაში მოახვია თავს. პირველ ტაიმში გუნდები ქულებს მხოლოდ ჯარიმების საშუალებით აგროვებდნენ, რაშიც ინგლისმა მეტოქეს აჯობა და ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა – 12:6.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მეორე ტაიმის საწყის წუთებშიც გაუჭირდა თამაშის დალაგება, 53-ე წუთზე ოუენ ფარელმა არეკნი გაიტანა და ინგლისი 15:6 დაწინაურდა, რითაც სამხრეთაფრიკელები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მთელი ძალები შეტევისკენ მიმართეს.

მატჩმა კულმინაციას ბოლო 10 წუთში მიაღწია. 69-ე წუთზე სამხრეთაფრიკელმა სნიმანმა შეხვედრის ერთადერთი ლელო დადო, რომელიც პოლარდმა ზუსტად გარდასახა.

მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე სამხრეთ აფრიკამ ინგლისელებს შეცდომა დააშვებინა და ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც პოლარდმა ზუსტად შეასრულა და სამხრეთ აფრიკა ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო თასის ფინალში.


ინგლისი – სამხრეთ აფრიკა 15:16


ლელო: – სნიმანი

გარდასახვა: პოლარდი

ჯარიმა: ოუენ ფარელი (4) – მანი ლიბოკი, ანდრე პოლარდი (2)

არეკნი: ოუენ ფარელი