რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრებში ტრავმირებულ ბექა გორგაძეს ოთარ გიორგაძე შეცვლის #1TVSPORT
საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე პორტუგაიალიასთან მატჩის დროს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა გორგაძემ კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებს. მის ნაცვლად „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ნაკრებში ოთარ გიორგაძეს უხმო. გიორგაძე უკვე საფრანგეთშია და მომავალი მატჩებისთვის გუნდთან ერთად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მომავალ შეხვედრას 30 სექტემბერს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 19:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.