რაგბის მსოფლიო თასი | სამხრეთ აფრიკამ ტონგა ბონუსქულით დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი | სამხრეთ აფრიკამ ტონგა ბონუსქულით დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა #1TVSPORT

მსოფლიო თასზე C ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს), ავსტრალიის ნაკრები პორტუგალიას შეხვდა და 34:10 დაამარცხა. ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო თასზე მთავარ მსაჯად მესამე თამაში განსაჯა.

ავსტრალიამ პორტუგალია ბონუსქულით დაამარცხა და მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ორ მოგებითა და ორი წაგებით დაასრულა. პორტუგალია კი ორი ქულით ბოლო ადგილზეა და ბოლო შეხვედრას ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მეორე შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ტონგას ბონუსქულით მოუგო, 15 ქულა მოაგროვა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

მსოფლიო თასზე გუნდები რამდენიმე დღე დაისვენებენ. ჩემპიონატი 5 ოქტომბერს ახალი ზელანდიისა და ურუგვაის მატჩით განახლდება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს 23:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


ავსტრალია-პორტუგალია 34:14


ლელო: არნოლდი, პორეცკი, ბელი, მაკრეითი, კორობეტე – ბეტენკური, სიმოეში

გარდასახვა: დონალდსონი (3) – მარკეში (2)

ჯარიმა: დონალდსონი


სამხრეთ აფრიკა – ტონგა 49:18


ლელო: რეინახი, მუდი, ფურია, კრილი, ლე რუ, ვან სტადენი, სმიტი – ტამეიფუნა, ინისი, პელეგრინი

გარდასახვა: პოლარდი (4), ლიბოკი (3)

ჯარიმა: – ჰავილი