რაგბის მსოფლიო თასი | კიდევ ერთი ცვლილება „ბორჯღალოსანთა“ შემადგენლობაში - ლუკა ჯაფარიძეს ირაკლი აფციაური შეცვლის #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ხერხემლის მალის ტრავმის გამიზეზების გამო ნაკრების რიგებს ლუკა ჯაფარიძე გამოაკლდა, მის ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა გუნდში ირაკლი აფციაურს უხმო.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ნაკრების შეკრება ბექა გორგაძემაც დატოვა, მის ნაცვლად გუნდს ოთარ გიორგაძე შეუერთდა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე მატჩს 30 სექტემბერს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ბორდოში შეხვედრა 19:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.