რაგბის მსოფლი თასი | არგენტინის ნაკრებმა უელსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი მეოთხედფინალური შეხვედრებით განახლდა. პირველი ერთმანეთის წინაშე უელსისა და არგენტინის ნაკრებები წარსდგენენ. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით დასრულდა 29:17 და სამხრეთამერიკელები მესამედ ითამაშებენ მსოფლიო თასის ნახევარფინალში.
ანგირში უელსელებმა დენ ბიგარის შესანიშნავი ლელოთი მე-14 წუთზე გახსნეს, რომელიც თავად ბიგარმა გარდასახა, 21-ე წუთზე კი ჯარიმაც გაიტანა და უელსის ნაკრები 10:0 დააწინაურა.
არგენტინელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს თამაში, პირველ ტაიმში ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს და სხვაობა შეამცირეს 10:6.
მეორე ტაიმში პირველი ქულები არგენტინელებმა მოიპოვეს – სამხრეთამერიკელებმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს და 48-ე წუთისთვის წინ გავიდნენ – 12:10.
მატჩის დასკვნითი ნაწილი სამხრეთამერიკელებმა ჩინებულად ჩაატარეს – ჯერ ჯოელ სკლავმა დადო ლელო, რომელიც ბოფალმა გარდასახა, მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე კი ნიკილას სანჩესმა მოედნის ცენტრში უელსელთა შეტევა ჩაჭრა და გამარჯვების ლელო დადო, რომელმაც არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა – 29:17.
დღეს კიდევ ერთი მეოთხედფინალი გაიმართება, 23:00 საათზე ერთმანეთს ირლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები შეხვდებიან და არგენტინის ნაკრების მეტოქე გამოცლინდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.
უელსი – არგენტინა 17:29
ლელო: ბიგარი, ვილიამსი – სკლავი, სანჩესი.
გარდასახვა: ბიგარი (2) – ბოფელი (2).
ჯარიმა: ბიგარი – ბოფელი (4), სანჩესი.