რაგბი | ტონგამ რუმინეთი დაამარცხა და მსოფლიო თასი გამარჯვებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ტონგასა და რუმინეთის შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არცერთი გუნდისთვის არ ჰქონდა – ისინი მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვებისთვის იბრძოდნენ.

შეხვედრა ტონგელებმა აქტიურად დაიწყეს და 23-ე წუთისთვის 21:3 იგებდნენ, მაგრამ ტაიმის მეორე ნახევარი უკეთესად რუმინელებმა ჩაატარეს და სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს, პირველი ტაიმი ტონგამ 21:17 მოიგო.

მეორე ტაიმში რუმინელებმა მხოლოდ საწყის წუთებში გაუწიეს წინააღმდეგობა მეტოქეს და საბოლოოდ შეხვედრა ტონგელებმა 45:24 მოიგეს.

დღეს, 8 ოქტომბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, 23:00 საათზე ერთმანეთს ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან და მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობაც გამოვლინდება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


ტონგა – რუმინეთი 45:24


ლელო: კატა (2), მოალა, ტაუმეოფეუ, ვაილანუ, აკი, ტაუმეუფოლუ – ბობოჩი, სურუგიუ, სიმონესკუ.

გარდასახვა: ჰავილი (5) – კონაჩე (3).

ჯარიმა: – კონაჩე.