რაგბი | რუმინეთის ნაკრებში ქართველი მწვრთნელი იმუშავებს #1TVSPORT
რაგბი | რუმინეთის ნაკრებში ქართველი მწვრთნელი იმუშავებს #1TVSPORT

რუმინეთის მორაგბეთ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ამ პოსტზე 46 წლის ფრანგი სპეციალისტი, დავიდ ჟერარი დაინიშნა, რომლის მიზანიც რუმინეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშია.

ფრანგი სპაეციალისტის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს ქართველი სპეციალისტი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, სიმონ მაისურაძე, რომელიც რუმინეთის ნაკრებში შერკინების მწვრთნელი იქნება.

მაისურაძემ რუმინეთის ნაკრებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მანამდე იგი ბუქარესტის „დინამოში“ მუშაობდა და ამ გუნდთან ერთად ცოტა ხნის წინ რუმინეთის ჩემპიონი გახდა.

actu.fr-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟერარმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე ქვეყნიდა ჰქონდა შეთავაზება, მათ შორის საქართველოდანაც.

„რამდენიმე ქვეყნიდან იყო წინადადებები, ლათინური ამრიკიდან ურუგვაის ნაკრებში მუშაობას მთავაზობდნენ, ასევე ინტერესი იყო ესპანეთიდან და საქართველოდან. თუმცა საბოლოოდ რუმინეთის ნაკრებში გადავწყვიტე მუშაობა.

სამწვრთნელო შტაბი, ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია. ჩემთან ერთად იმუშავებენ ფრანგი ფიზმომზადების სპეციალისტები, მიკაელ დალერი და პოლ სერე-ლაბურდეტი. ჩვენს სამწვრთნელო შტაბში იქნებიან ჯონ კალარდი და სიმონ მაისურაძე, რომელიც წლების მანძილზე საფრანგეთში თამაშობდა, იყო საქართველოს ნაკრების წევრიც. მაისურაძე ბოლოს ბუქარესტის „დინამოში“ მუშაობდა და ცოტა ხნის წინ ამ გუნდთან ერთად რუმინეთის ჩემპიონიც გახდა. მათ გარდა იქნება კიდევ ერთი ფრანგი სპეციალისტი, რომლის ვინაობაც მალე გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჟერარმა.