რაგბი | „შავმა ლომმა“ „აირლინკ პუმასი“ დაამარაცხა და „თბილსის თასზე“ პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

19:10, 29.09.2026

„თბილისის თასზე“ მეორე ტურის შეხვედრაში „შავი ლომი“ „აირლინკ პუმასს“ შეხვდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 21:19 დაამარცხა.

ანგარიში „შავმა ლომმა“ ვახტანგ ჯინჭარაძის მიერ დადებული ლელოთი გახსნა, მაგრამ პირველ ტაიმში „აირლინკ პუმასის“ მორაგბეებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს და პირველი ნახევარი 12:7 მოიგეს.

მეორე ტაიმი „შავმა ლომის“ შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო – ოთარ გიორგაძემ მეტოქე მეორედ დაალელოვა და ქართველები კიდევ ერთხელ დაწინაუდნენ. მაგრამ „პუმასის“ აქტურიობას მათი კიდევ ერთი ლელო და წინ გასვლა მოჰყვა 19:14.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, „შავმა ლომმა“ კიდევ ერთი ლელო დადო, ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ლუკა ცირეკიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და „შავ ლომს“ გამარჯვება მოუტანა.

„თბილისის თასის“ ბოლო ტურის მატჩები 4 ოქტომბერს  გაიმართება.

14:00 | „პუმასი“ – „ლუზიტანუში“;

17:00 | „გრიქასი“ – „იბერიანსი“;

20:00 | „შავი ლომი“ – „ჩიტასი“.

მსგავსი