რაგბი | ნიკა სუთიძის მეორე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
Nikolozi SUTIDZE of AS Beziers Herault during the Pro D2 match between Beziers and Nevers at Stade Raul Barriere on September 11, 2026 in Beziers, France. (Photo by Valentina Claret/Icon Sport) - Photo by Icon Sport
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილი ერთა თასის მატჩების გასამართად საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მეათე ტურს ქართველის ლელოს გარეშე მაინც არ ჩაუვლია.
„ბეზიე“ სტუმრად „კოლომოეს“ შეხვდა და 19:53 დამარცხდა. სტუმართაგან ერთი ლელო ნიკა სუთიძის ანგარიშზეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორედ გამოიჩინა თავი.
„ბეზიეს“ 10 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.