რაგბი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა რაგბი ევროპის კონფერენციის დივიზიონში ხორვატია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის კონფერენციის დივიზიონში მეორე მატჩი გამართა და ხორვატიის ნაკრები 50-ქულიანი სხვაობით, 55:5 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ცხრა ლელო დაუდეს, რომელთაგან ხუთი გარდასახეს.
ეს რაგბი ევროპის კოფერენციის დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეორე გამარჯვება იყო, პირველ მატჩში მათ რუმინეთის ნაკრებს 43:0 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. ნინო მეფარიშვილი, 12. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 11. მარიამ ბერანძე, 10. ანნა პოღოსიანი, 9. ანანო ხაბულიანი;
1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. სალომე მაკასარაშილი, 7. ნინო წიკლაური, 8. ანა დათიაშვილი.
16. მირანდა სააკიანი, 17. ანასტასია ახვლედიანი, 18. ნინო გოგოლიძე, 20. გურანდა ხიჯაკაძე, 21. ლიკა ბჟალავა, 22. ვერო კუნდუხაშვილი, 23. ნინო მელუა, 25. ტატა ბუზალაძე.