რაგბი | საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან პირველი ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ტესტმატჩი სამხრეთ აფრიკის თანატოლთა ნაკრებთან ჩაატარა და 29:38 დამარცხდა.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი შეკრებაზე მყოფ თითქმის ყველა მორაგბეს მისცა. პირველი ტაიმი სამხრეთაფრიკელებმა 26:17 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ორი ლელოს (სულ თამაშში ხუთი) დადებაც მოახერხეს და დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ 29:38 დამარცხდნენ.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკასთან კიდევ ერთ ტესტმატჩს გამართავენ – შეხვედრა 28 თებერვალს „ლელო არენაზე“ გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.