რაგბი | საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ანტუან დუპონი ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
მსოფლიო თასზე ნამიბიასთან მატჩის დროს საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, ანტუან დუპონმა ყბის ძვალი მოიტეხა, რის გამოც მოედანზე გასვლას უახლოესი ერთი თვის მანძილზე ვერ შეძლებს.
ძირითადი შემადგენლობის 9 ნომრის გარეშე ფრანგებს საშინაო მსოფლიო თასზე, მინიმუმ, ორი თამაშის ჩატარება მოუწევთ. დუპონმა დაბრუნება, შეიძლება, ნახევარფინალური დაპირისპირებისთვის შეძლოს, თუ საფრანგეთი იმ ეტაპამდე გააღწევს.
ნამიბისთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრა საფრანგეთმა 96:0 მოიგო. ერთ-ერთ ეპიზოდში ანტუან დუპონს ნამიბიელთა კაპიტანი იოჰან დეისელი შეეჯახა და მან ტრავმა სწორედ მაშინ მიიღო.
„სამფეროვნები“ მსოფლიო თასზე მორიგ შეხვედრას 6 ოქტომბერს იტალიასთან ჩაატარებენ. სავარაუდოდ, მათ ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის გამართვა 15 ოქტომბერს მოუწევთ. თუ საფრანგეთი ნახევარფინალში გავა, 21 ან 22 ოქტომბერს ითამაშებს.