საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფაბიენ გალტიეს კორონავირუსი აქვს
საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფაბიენ გალტიეს კორონავირუსი აქვს

საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფაბიენ გალტიეს კორონავირუსი დაუდასტურდა და მომდევნო შვიდ დღეს იზოლაციაში გაატარებს.

საფრანგეთის რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ გალტიეს და მენეჯმენტის კიდევ ერთი წევრის გარდა ვირუსი გუნდში არავის აღმოაჩნდა.

„დიაგნოზი სამშაბათის ტესტირების შემდგომ დადასტურდა. საგულისხმოა, რომ ნაკრების წევრებიდან დადებითი პასუხი მხოლოდ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიენ გალტიემ და სამწვრთნელო შტაბის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მიიღეს. ჯანდაცვის არსებული პროტოკოლიდან გამომდინარე, გუნდის ინფიცირებული წევრები შვიდ დღიან იზოლაციაში გადავლენ და დისტანციურად იმუშავებენ.

დამატებითი ტესტირება ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას გაიმართება და ვარჯიშის განახლების უფლება გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ ექნება. 17 თებერვალს შოტლანდიასთან მატჩისთვის საფრანგეთის ნაკრების 31 კაციანი განაცხადი მომდევნო ოთხშაბათს გახდება ცნობილი,“ – ვკითხულობთ საფრანგეთის რაგბის კავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „მამლებმა“ 2021 წლის „ექვსი ერის“ პირველ ორ ტურში გამარჯვება მოიპოვეს. გალტიეს გუნდმა ჯერ იტალია გაანადგურა, შემდეგ კი სტუმრად, ორქულიანი სხვაობით (15:13) აჯობა ირლანდიას და სატურნირო ცხრილს უელსთან ერთად, ცხრა ქულით ლიდერობს.