რაგბის მსოფლიო თასი | საფრანგეთის ნაკრებმა იტალია დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასზე, A ჯგუფის ბოლო მატჩში საფრანგეთის ნაკრები იტალიას შეხვდა, 60:7 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, საწყის წუთებში იტალიელებს პირწმინდად აჯობეს, პირველ ტაიმში ოთხი გარდასახული ლელოთი ბონუსქულა მოიპოვეს, ტაიმი კი 31:0 მოიგეს. პირველ ტაიმში ერთი ლელოს დადება იტალიელებმაც მოახერხეს, მაგრამ გადამოწმების შემდეგ არბიტრმა იგი გააუქმა.

მეორე ტაიმში საფრანგეთმა მეტოქეს კიდევ ოთხი ლელო დაუდო, იტალიელებმა კი მატჩის მიწურულს პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს და საბოლოოდ საფრანგეთმა 60:7 გაიმარჯვა.

ამრიგად, A ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ამ საგზურისთვის კი ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებები იბრძოლებენ, რომლებიც ერთმანეთს 7 ოქტომბერს, 23:00 საათზე შეხვდებიან.

7 ოქტომბრის სათამაშო დღეს კი 17:00 საათზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი გახსნის. 19:45 საათზე ერთმანეთს ინგლისისა და სამოას გუნდები შეხვდებიან.

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


საფრანგეთი – იტალია 60:7


ლელო: პენო (2), ბიელ-ბიარი, რამოსი, ჟალიბერი, მაუვაკა, მოეფანა (2) – ზულიანი.

გარდასახვა: რამოსი (6), ჟამინე – ალანი.

ჯარიმა: რამოსი, ჟამინე.