დღეს ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ადმინისტრაციამ ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – ახალი სეზონიდან ქართული კლუბი „შავი ლომი“ ევროპის „ჩელენჯ ქაფზე“ ითამაშებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ:
“მადლობა ევროთასების ტურნირის პრეზიდენტს, დომენიკ მაკკეის, მადლობა მსოფლიო რაგბის, საქართველოს მთავრობას მუდმივი მხარში დგომისთვის, მადლობა რაგბის კავშირის გუნდს, ჩვენს საამაყო მორაგბეებს საოცარი თამაშისთვის, რამაც დიდწილად განაპირობა საქართველოს მოხვედრა ევროპის ელიტაში;
საკლუბო დონეზე ჩვენი საერთო ოცნება ახდა, გილოცავთ, ვირაზმებით მომდევნო ოცნების ასახდენად“.