რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი პორტუგალიის ნაკრები გახდა #1TVSPORT
4 მარტს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, 27:10 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის პირველ ნახევარი გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაიტანეს, რასაც ესპანელებმა ერთი ჯარიმაც მიუმატეს და ტაიმი 10:7 მოიგეს.
მეორე ნახევარში პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთს შანსი არ დაუტოვა ორი გარდასახული ლელო და ორი ჯარიმა გაუტანა, საბოლოოდ – 27:10 პორტუგალიის სასარგებლოდ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 5 მარტს თბილისში გაირკვევა – საქართველოს ნაკრები რუმინეთს მასპინძლობს (თამაში „ავჭალის“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება). ამ შეხვედრაში გამარჯვებული 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, ფინალში პორტუგალიას ეთამაშება. ნახევარფინალში დამარცხებულები კი ასევე ბადახოსში „ბრინჯაოს ფინალში“ შეხვდებიან ერთმანეთს.