რაგბი | დავით ნინიაშვილი „ბიბისის“ რჩეულთა შორის მოხვდა - ხუთი ახალგაზრდა, ვისაც მსოფლიო თასზე უნდა დავაკვირდეთ #1TVSPORT
რაგბი | დავით ნინიაშვილი „ბიბისის“ რჩეულთა შორის მოხვდა - ხუთი ახალგაზრდა, ვისაც მსოფლიო თასზე უნდა დავაკვირდეთ #1TVSPORT

საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. სხვადასხვა გამოცემები ბევრს წერენ მოახლოებულ დაპირისპირებებზე. სხვებთან ერთად, სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრებიც მოექცა – „ბორჯღალოსნებისგან“ ამ მსოფლიო თასზე სიურპრიზებს ელოდებიან.

„ბიბისიმ“ ხუთი ახალგაზრდა მორაგბე გამოარჩია, ვის თამაშსაც სპეციალისტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ტალანტი დავით ნინიაშვილია.

„დავით ნინიაშვილი იმ მორაგბეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც თითქმის ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ასევე შეტევის დროს. 21 წლის ქართველ ტალანტს საერთაშორისო დონეზე თამაშის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. მას საოცარი სისწრაფე, მოქნილობა და მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრის შესანიშნავი უნარი აქვს. ეს ყველაფერი კი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ დავასახელოთ.

დავითი საფრანგეთის TOP 14-ის „ლიონშიც“ ერთ-ერთი გამორჩეულია – ამ გუნდის მაისურით დასამახსოვრებელი მატჩები აქვს ჩატარებული. გვინდა, გავიხსენოთ 2022 წლის „ჩელენჯ ქაფის“ ფინალი, რომელშიც ქართველმა მორაგბემ სამხრეთაფრიკელი ებენ ეტზებეტი ბოჭვისას ადგილზე გააქვავა.

უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებმა აქედანვე უნდა იფიქრონ, როგორ მოახერხებენ ნონიაშვილის განეიტრალებას, მას ამ გუნდებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“, – წერია „ბი-ბი-სის“ სტატიაში.

გამოცემამ, ნინიაშვილის გარდა, ხუთეულში კარტერ გორდონი (ავსტრალია), ხუან მარტინ გონსალესი (არგენტინა), ქენან მუდი (სამხრეთ აფრიკა) და ლუი ბიელ-ბიარი (საფრანგეთი) დაასახელა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2023 წლის მსოფლიო თასზე:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), ნიკა აბულაძე („ექსეტერ ჩიფსი“), შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გურამ პაპიძე („პო“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („ბაიონი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), გიორგი კვესელაძე („გლოსტთერი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“).

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:

9 სექტემბერი | ავსტრალიასაქართველო

23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია

30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო