„რაგბი ჩელენჯ 4“ ივლისის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი [ვიდეო]
„რაგბი ჩელენჯ 4“ ივლისის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი [ვიდეო]

„რაგბი ჩელენჯ 4“-ის (Rugby Challenge 4) გამოქვეყნების თარიღი უკვე ცნობილია და გუშინ ვიდეოთამაშის ახალი თრეილერიც გავრცელდა. თამაშების სერია რაგბის გულშემატკივრების სიმპატიას იმსახურებს, მით უმეტეს, რომ მისი გრაფიკული მხარე საკმაოდ შთამბეჭდავია.

სარაგბო სიმულატორი 2019 წლის სექტემბერში უნდა გამოსულიყო, მაგრამ თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და როგორც იქნა ვიდეოთამაში ივლისის მიწურულს გახდება ხელმისაწვდომი. „პლეისთეიშენი“, „იქსბოქსი“ და „ნინტენდო“ – რაგბის მოყვარულ „გეიმერებს“ სამივე პლატფორმაზე შეეძლებათ თამაშის გადმოწერა.