რაფინია მეათე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ლიბერტადორესის და ჩემპიონთა ლიგის თასები აქვს მოგებული
პორტუგალიის დედაქალაქ ლიმაში გამართულ კოპა ლიბერტადორესის ფინალში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ბრაზილიური „ფლამენგო“ და არგენტინული„რივერ პლეიტი“ დაუპირისპირდნენ, სადაც უფრო ძლიერი „ფლამენგო“ აღმოჩნდა (2:1).
ბრაზილიელთა რიგებში მოთამაშე 34 წლის მცველი რაფინია კი მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ლიბერტადორესის თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს მოგებული.
ათეული ასე გამოიყურება:
დიდა (კრუზეირო/მილანი)
კაფუ (სან პაულო/მილანი)
სორინი (რივერი/იუვენტუსი)
როკე ჟუნიორი (პალმეირასი/მილანი)
ტევესი (რივერი/მანჩე)
სამუელი (ბოკა/ინტერი)
რონალდინიო (ატლ. მინეირო/ბარსელონა)
ნეიმარი (სანტოსი/ბარსელონა)
დანილო (სანტოსი/რეალი)