რაფაელ ნადალმა უარყო ჭორი „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა უარყო ჭორი „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა, ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა კომენტარი გაუკეთა ჭორებს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ.

უფრო ადრე „რეალის“ მოქმედმა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნადალმა, შეიძლება, კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.

„წავიკითხე ინფორმაცია, რომელიც „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდიდატურის შესაძლო წამოყენებას უკავშირდება. მინდა, განვმარტო, რომ ეს ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება“, – დაწერა ნადალმა სოციალურ ქსელში.