„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ გამოტოვებს რომის „მასტერსს“, რომელიც 10 მაისს დაიწყება.
36 წლის ესპანელი ჩოგბურთელი აგრძელებს აღდგენას ტრავმის შემდეგ.
„ჩემთვის სამწუხაროა, გამოვაცხადო, რომ ვერ შევძლებ რომში თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში გაუმჯობესება ვიგრძენი, რამდენიმე თვეა, მაღალ დონეზე არ მივარჯიშია და დრო მჭირდება. არ მაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შევურიგდე ამას და გავაგრძელო მუშაობა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნადალმა.
ესპანელ ჩოგბურთელს ბარძაყის ტრავმის გამო იანვრიდან მოყოლებული, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ უთამაშია.
„დიდი სლემის“ მეორე ტურნირი როლან გაროსი, სადაც ნადალს ტიტულის დაცვა მოუწევს, 28 მაისს დაიწყება.