„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა განაცხადი შეიტანა ინდიან უელსის (აშშ) „მასტერსში“ მონაწილეობაზე, – წერს ტურნირის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ესპანელი კორტზე 31 დეკემბერს დაბრუნდა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მაგრამ 7 იანვარს გამოაცხადა ავსტრალიის ღია პირველობიდან განაცხადის გამოტანის შესახებ, რისი მიზეზიც ორი დღით ადრე მიღებული ბარძაყის ტრავმა იყო.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ნადალი მონაწილეობას მიიღებს დოჰას ტურნირში. რომელიც 19-24 თებერვალს გაიმართება. ინდიან უელსის „მასტერსი“ მარტში ჩატარდება. ნადალს ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული.