რაფაელ ლეაო „ინტერთან“ განმეორებით მატჩს ითამაშებს #1TVSPORT
რაფაელ ლეაო „ინტერთან“ განმეორებით მატჩს ითამაშებს #1TVSPORT

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ ფორვარდი რაფაელ ლეაო მოასწრეებს ფორმის აღდგენას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩისთვის „ინტერის“ წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა „მილანმა“ სტუმრად 0:2 წააგო. პორტუგალიელმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

„ლეაო არ ითამაშებს „სპეციასთან“, მაგრამ აქვს კარგი შანსები, რომ დაბრუნდეს განმეორებითი მატჩისთვის. იგივე შეეხებათ კრუნიჩსა და მესიასს“, – განაცხადა პიოლიმ.

„მილანსა“ და „ინტერს“ შორის განმეორებითი მატჩი 16 მაისს გაიმართება.