რადოსლავ სიკორსკი – ჰეი, ილონ მასკ, დიდო კაცო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით? შენი ევროპელი მომხმარებლები თვალს გადევნებთ

14:03, 14.10.2026

ჰეი, ილონ მასკ, დიდო კაცო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით? – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს მიმართავს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის Starlink-ის ტერმინალების მუშაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

სიკორსი აცხადებს, რომ SpaceX-ის ევროპელი მომხმარებლები მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებენ.

„ჰეი, ილონ მასკ, დიდო კაცო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით? შენი ევროპელი მომხმარებლები თვალს გადევნებთ”, – დაწერა სიკორსკიმ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერგეი ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ კომპანია SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის მუშაობის სიჩქარე შეზღუდა. მისი თქმით, SpaceX-მა მოძრავი Starlink-ის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა 14 ოქტომბრის ღამეს აამოქმედა. მისივე ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, შემთხვევითი არ იყოს და „მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდეს“.

 

მსგავსი