უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი – SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის მუშაობის სიჩქარე შეზღუდა, სამხედროები წინასწარ არავის გაუფრთხილებია, რამაც რამდენიმე მისიის ჩაშლა გამოიწვია

11:37, 14.10.2026

კომპანია SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის მუშაობის სიჩქარე შეზღუდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერგეი ბესკრესტნოვმა განაცხადა.

მისი თქმით, SpaceX-მა მოძრავი Starlink-ის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა 14 ოქტომბრის ღამეს აამოქმედა.

„ამჟამად შეზღუდვა StarShield-ის სამხედრო პაკეტს ეხება და სიჩქარე საათში 100 მილით განისაზღვრება. უკრაინის თავდაცვის ძალები ამ შეზღუდვის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია, რამაც რამდენიმე მისიის ჩაშლა გამოიწვია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისივე ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, შემთხვევითი არ იყოს და „მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდეს“.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 14 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული ბალისტიკური დარტყმა განახორციელა, რაც, მისი თქმით, აშშ-ის მიმართ უპრეცედენტო უპატივცემულობის გამოხატულებაა. ზელენსკიმ ამერიკას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

მედიაში ვრცდელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას ემუქრება სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტითა და პრიორიტეტული საჭიროებების სიის მექანიზმის შეჩერებით. თავად დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტას აპირებდა.

მსგავსი