რადოსლავ სიკორსკი დონალდ ტრამპს პასუხობს და აცხადებს, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა შეცდომა არ ყოფილა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს ეხმაურება.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა, შესაძლოა, „შეცდომა“ ყოფილიყო.
როგორც სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს, ეს შეცდომა არ ყოფილა.
„არა, ეს შეცდომა არ ყოფილა“, – წერს სიკორსკი.